LIVE

ევროზონის ინფლაცია მოსალოდნელზე ნაკლებად შენელდა

01 თებ 202414:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 410
ევროზონის ინფლაცია მოსალოდნელზე ნაკლებად შენელდა

ევროზონის ინფლაცია წლის დასაწყისში მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა, რაც ამყარებს ინვესტორების მოლოდინებს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) რეფინანსირების განაკვეთების შემცირებას გაზაფხულიდან დაიწყებს.

ევროსტატის თანახმად, იანვარში სამომხმარებლო ფასები წლიურად 2.8%-ით გაიზარდა. ეს აჭარბებს Bloomberg-ის გამოკითხული ეკონომისტების საშუალო შეფასებას, 2.7%-ს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც საკვებისა და ენერგიის ცვალებად ფასებს გამორიცხავს, ასევე მოსალოდნელზე ნაკლებად - 3.3%-მდე შემცირდა.

2022 წლის ოქტომბერში ევროზონის ინფლაციამ რეკორდულ 10.60%-ს მიაღწია, რის გამოც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაამკაცრა. 

გასულ კვირას ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და განაკვეთი 4.5%-ზე შეინარჩუნა.