LIVE

შესაძლოა მასკმა ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი დაკარგოს

04 თებ 202413:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 526
შესაძლოა მასკმა ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი დაკარგოს

შესაძლოა ილონ მასკმა ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი დაკარგოს.

დელავერის სასამართლომ გადაწყვეტილება Tesla-ს ინვესტორების სასარგებლოდ მიიღო და დაადგინა, რომ 2018 წელს მასკის მის გასამრჯელოს სახით მიღებული აქციები, რომლებიც დღეს $55.8 მილიარდი ღირს, გადაჭარბებული იყო. ის 200 ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებლის ხელფასს ექვსჯერ აღემატებოდა და ამ დროისთვის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ანაზღაურებაა. 

ინვესტორების მტკიცებით, მასკის ანაზღაურებაში იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი და ის არასწორ მონაცემებს ემყარება. 

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გასაჩივრების შემდეგაც ძალაში დარჩება, Tesla-ს საბჭოს მასკისთვის კომპენსაციის ახალი პაკეტის შემუშავება მოუწევს.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მასკმა Tesla-ს დელავერის შტატიდან ტექსასში გადატანაზე პლატფორმა X-ზე გამომწერები გამოჰკითხა. გამოკითხულთა უმრავლესობამ მხარი გადატანას დაუჭირა, რაზეც მასკმა განაცხადა, რომ ამჯერად საკითხს საბჭოზე უყრის კენჭს. 

Bloomberg-ის თანახმად, ამჟამად მასკის ქონება $202 მილიარდს შეადგენს და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მას $183 მილიარდით ბერნარ არნო და $180 მილიარდით ჯეფ ბეზოსი მოსდევს.