საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 31 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.09 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6818 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.36 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9044 ლარი გახდა.