
გასული წლის ბოლო სამ თვეში თბილისში ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდმა ფასმა მოიმატა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში, III კვარტალთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9%-ით გაიზარდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი უძრავი ქონების ფასებმა 12.8%-ით მოიმატა. ინდექსი კიდევ უფრო მეტად, 39.8%-ითაა გაზრდილი 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.
გასული წლის IV კვარტალში, III კვარტალთან შედარებით, გაიზარდა როგორც საცხოვრებელი ბინების (2.5%), ისე კერძო სახლების (4.3%) ღირებულება. აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდამ წლიურ ჭრილში ბინებზე 14.2%, კერძო სახლებზე კი 8.6% შეადგინა.
თბილისის უბნების მიხედვით, 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ბინების სეგმენტში შემდეგია:
• მთაწმინდა - 5 528 ლარი;
• ვაკე - 4 900 ლარი;
• საბურთალო - 3 767 ლარი;
• კრწანისი - 3 577 ლარი;
• ჩუღურეთი - 3 480 ლარი;
• დიდუბე - 3 375 ლარი;
• ნაძალადევი - 3 361 ლარი;
• ისანი - 3 273 ლარი;
• გლდანი - 3 238 ლარი;
• სამგორი - 3 065 ლარი.
კერძო სახლების შემთხვევაში, 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი კი ასე გამოიყურება:
• მთაწმინდა - 4 424 ლარი;
• ვაკე - 3 301 ლარი;
• საბურთალო - 2 982 ლარი;
• დიდუბე - 2 966 ლარი;
• ჩუღურეთი - 2 814 ლარი;
• კრწანისი - 2 723 ლარი;
• ისანი - 2 525 ლარი;
• ნაძალადევი - 2 122 ლარი;
• სამგორი - 2 117 ლარი;
• გლდანი - 2 107 ლარი.
აღსანიშნავია, რომ RPPI მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს თბილისის ტერიტორიაზე.