LIVE

იტალიაში პოლიციამ გაჩხრიკა ქარხანა, სადაც AstraZeneca-ს მილიონობით დოზა ინახება

25 მარ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 15821
იტალიაში პოლიციამ გაჩხრიკა ქარხანა, სადაც AstraZeneca-ს მილიონობით დოზა ინახება
Alain Jocard

შაბათს იტალიის პოლიციამ რომის მახლობლად მდებარე ფარმაცევტულ საწარმოში ჩხრეკა ჩაატარა, სადაც AstraZeneca-ს ვაქცინის მილიონობით დოზა ინახება.

ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ Catalent-ის კუთვნილებაში არსებულ ობიექტზე, ვაქცინის 29 მილიონი დოზა იპოვნეს. რომელიც, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ოფისის განცხადებით, ბელგიისთვის იყო განკუთვნილი.

Daily La Stampa-მა განაცხადა, რომ დოზები დიდ ბრიტანეთში ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ევროკავშირის მიერ დღემდე მიღებული დოზები. 

AstraZeneca-ს თქმით, იტალიის ქარხანაში 13 მილიონი დოზაა, რომლებიც ელოდება ხარისხის კონტროლის დაშვებას Covax პლატფორმის ფარგლებში, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის და 16 მილიონი დოზა ევროპისთვის. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვა ექსპორტი დაგეგმილი არ ყოფილა.

იტალიამ დაადასტურა, რომ შემოწმება ევროკომისიის თხოვნის საფუძველზე დაიწყო.

Catalent-ის პრეზიდენტის თქმით, კომპანია აგზავნის ვაქცინის ფლაკონებს ბელგიის სადისტრიბუციო ცენტრში და ის არ არის ჩართული შემდგომ განაწილებაში. კომპანიის მენეჯერმა კი განაცხადა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ვაქცინის დოზების ბრიტანეთში ექსპორტის შესახებ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯონ ფოლეინი, ვერნონ სილვერი და ნიკოს ქრიზოლორასი