LIVE

TikTok- ის მფლობელი კომპანიის IPO-ს გეგმებზე სპეკულაციები იმატებს

26 მარ 202110:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 511
TikTok- ის მფლობელი კომპანიის IPO-ს გეგმებზე სპეკულაციები იმატებს
Bloomberg

TikTok-ის მფლობელმა ByteDance-მა მთავარი ფინანსური ოფიცრის თანამდებობაზე Xiaomi-ის აღმასრულებელი, ჩუ შო ზი დაიქირავა. კომპანიის ამ ნაბიჯმა სოციალური მედიის გიგანტის აქციების საჯარო შეთავაზების შესახებ სპეკულაციები კიდევ უფრო გაამძაფრა.

ჩუმ, რომელიც როგორც მთავარი ფინანსისტი, ორი წლის წინ Xiaomi-ის აქციების საწყის საჯარო შეთავაზებას მეთვალყურეობდა, ტვიტის საშუალებით განაცხადა, რომ ის სინგაპურში TikTok-ის მფლობელ კომპანიას უერთდება. სმარტფონების მწარმოებელმა კი მანამდე დაადასტურა, რომ ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟიდან გადის.

როგორც ცნობილია, ByteDance-ი ჰონგ-კონგში მისი სხვა ბიზნესების საჯარო განთავსებასაც გეგმავს. ერთ-ერთი ასეთია TikTok-ის ჩინური ანალოგი, Douyin-ი.

გაზრდილი გლობალური კონკურენციისა და აშშ-ის მხრიდან TikTok-ის აკრძალვის მცდელობის მიუხედავად, გასულ წელს კომპანიის შემოსავლები გაორმაგდა და დაახლოებით, $35 მილიარდი შეადგინა. სტარტაპს 2018 წლის $8 მილიარდთან შედარებით, ოთხჯერ მეტი შემოსავალი აქვს და ახლა გაყიდვებით Nike-ისა და Coca-Cola-ს უტოლდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზეპინგ ჰანგი