
TBC Capital-ის თანახმად, 2023 წლის ბოლოს თიბისი ბანკის მიერ ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა გაიზარდა. კერძოდ, გასული წლის დეკემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იპოთეკური სესხების მოცულობამ 12%-ით მოიმატა.
რაც შეეხება თბილისში ბინების გაყიდვებს, TBC Capital-ის შეფასებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები შემცირებას განაგრძობს. 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბინების გაყიდვებმა 6%-ით იკლო.
შეგახსენებთ, Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში თბილისში 3 827 ბინა გაიყიდა.