LIVE

დეკემბერში თბილისში 3 827 ბინა გაიყიდა - ტრანზაქციები წლიურად 7%-ით შემცირდა

12 იან 202416:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 425
დეკემბერში თბილისში 3 827 ბინა გაიყიდა - ტრანზაქციები წლიურად 7%-ით შემცირდა

2023 წლის დეკემბერში თბილისში 3 827 ბინა გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 7%-ით შემცირდა.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 4%-ით, 246 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.    

თბილისში ახალ პროექტებში გაყიდვები წლიურად 1%-ით შემცირდა, ძველ პროექტებში კი - 21%-ით.

რაც შეეხება ფასს, ამ ნაწილში მთიანი წლის მონაცემებია ცნობილი. კერძოდ, Colliers Georgia-ს თანახმად, 2023 წელს თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 12%-იანი და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2023 წელს, 2022-თან შედარებით, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 23%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი ზრდის მაჩვენებელი შესაბამისად 18% და 15% იყო.