LIVE

Oxfam: 10 წელიწადში მსოფლიოს, შესაძლოა, პირველი ტრილიონერი ჰყავდეს

17 იან 202410:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 486
Oxfam: 10 წელიწადში მსოფლიოს, შესაძლოა, პირველი ტრილიონერი ჰყავდეს

უახლოესი 10 წლის განმავლობაში, შესაძლოა, მსოფლიოს პირველი ტრილიონერი ჰყავდეს. ამის შესახებ სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლმა Oxfam International-მა დავოსის მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.  

Oxfam, რომელიც წლებია ყოველწლიურ ღონისძიებაზე სუპერ მდიდრებსა და გლობალური მოსახლეობის დიდ ნაწილს შორის მზარდ უთანასწორობაზე ამახვილებს ყურადღებას, აცხადებს, რომ Covid-19 პანდემიამ ეს უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავა.

Oxfam-ის შეფასებით, ხუთი უმდიდრესი ადამიანის - ილონ მასკის, ბერნარ არნოს, ჯეფ ბეზოსის, ლარი ელისონის და უორენ ბაფეტის ქონება პანდემიური 2020 წლიდან 114%-ით გაიზარდა

ორგანიზაციით შეფასებით, პირველი ტრილიონერი, შესაძლოა, გახდეს ის, ვინც ამჟამად უმდიდრესი ადამიანების სიაში საერთოდ არ არის. 

მიიჩნევა, რომ მსოფლიოში პირველი მილიარდერი ჯონ როკფელერი იყო და მისმა ქონებამ ამ ნიშნულს 1916 წელს მიაღწია.