LIVE

GameStop-ი დაბრუნების გეგმაზე მუშაობს

25 მარ 202116:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 1046
GameStop-ი დაბრუნების გეგმაზე მუშაობს
Bloomberg

მეოთხე კვარტალში არაიმედისმომცემი შემოსავლების გამოქვეყნების შემდეგ, GameStop-ი დაბრუნების გეგმაზე მუშაობს.

კომპანიამ წამყვან თანამდებობებზე სამი ახალი აღმასრულებელი დანიშნა. ტექნოლოგიებში დიდი გამოცდილების პროფესიონალების გუნდში მიღება, რაიან კოენის გეგმის ნაწილია, რომელიც GameStop-ის ელექტრონული კომერციის გიგანტად გადაქცევას ემსახურება.

სამეულიდან ყველაზე ცნობილი: ჯენა ოუენსი, Amazon-ისა და Google-ის ვეტერანია, რომელიც GameStop-ის COO-ს თანამდებობას დაიკავებს.

Amazon-ის კიდევ ერთი ყოფილი აღმასრულებელი, ნედა პაციფიკო, რომელიც კოენის წინა კომპანიაში, Chewy.com- ში მუშაობდა, ელექტრონული კომერციის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი გახდება. კენ სუზუკი, კი რომელიც Zulily- დან მოდის, მომარაგების ჯაჭვის სისტემების ვიცე-პრეზიდენტი იქნება. როგორც GameStop-ის მეოთხე კვარტალის ანგარიშშია ნათქვამი, ყველა ახალი აღმასრულებელი მოვალეობის შესრულებას 29 მარტს დაიწყებს.

ვიდეო თამაშების საცალო მოვაჭრე ცდილობს, ცვლილებებით ბოლოდროინდელი შედეგები გადაფაროს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი თაობის სათამაშო კონსოლებმა გაყიდვებს ხელი შეუწყო, კომპანიამ დიდი ზრდა მაინც ვერ მიიღო. 30 იანვრისთვის კომპანიის აქციაზე მოგებამ $ 1,34 შეადგინა, რაც ნაკლებია ანალიტიკოსების საშუალო საპროგნოზო $ 1,43-თან შედარებით.

რაც შეეხება GameStop-ის წმინდა გაყიდვებს, ის 3,3% -ით შემცირდა და $2,12 მილიარდი შეადგინა, რაც  $2.24 მილიარდის პროგნოზს ასევე ჩამოუვარდება. მიუხედავად ამისა, ახალი კონსოლის ტალღამ მაღაზიების გაყიდვები 6,5% -ით, ხოლო ონლაინ შემოსავლები 175%-ით გაზარდა. თუმცა, ბოლო საბიუჯეტო წლის განმავლობაში საცალო მოვაჭრემ 693 მაღაზია დახურა.

დალასში დაფუძნებული GameStop-ი ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ონლაინ სივრცეში გადანაცვლებამ მნიშვნელოვნად დააზარალა. მომხმარებლებს სულ უფრო და უფრო ნაკლები მიზეზი რჩებათ მაღაზიაში მისასვლელად, ამიტომაც კომპანიისთვის Amazon-ის იმიტაცია და მისი ელ-კომერციის ფსონი  გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

GameStop-ის ინვესტორები მის ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით მეტ გამჭვირვალობას მოელიან. მათთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კოენი საერთოდ არ დაესწრო, კომპანიამ კითხვებს არ უპასუხა და მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ ტრანსფორმაციის მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

ბევრი ანალიტიკოსი კომპანიის შემობრუნების უკანასკნელ მცდელობებს სიფრთხილით ეკიდება. 

მეტ კანტერმანი, Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსი ამბობს, რომ ”ელექტრონულმა კომერციამ შეიძლება ვერ გადაარჩინოს კომპანია”

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ხარიფი