LIVE

ტაიგერ ვუდსმა Nike-თან 27-წლიანი თანამშრომლობა დაასრულა

10 იან 202410:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 288
ტაიგერ ვუდსმა Nike-თან 27-წლიანი თანამშრომლობა დაასრულა

გოლფის ლეგენდარულმა მოთამაშემ კომპანია Nike-თან 27-წლიანი თანამშრომლობა დაასრულა. ამის შესახებ სპორტსმენმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

„27 წლის წინ გამიმართლა და პარტნიორობა დავიწყე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ბრენდთან“, - წერს ვუდსი სოციალურ ქსელში.

თავად Nike-მა, უცხოურ მედიასთან წერილობით შეტყობინებაში აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვუდსის გავლენა გოლფზე და ზოგადად სპორტის სამყაროზე.

„მადლიერები ვართ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავით. ჩვენ მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ მომავალში“, - ნათქვამია Nike-ის განცხადებაში.

48 წლის ვუდსმა თითქმის 30-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში ჯამში $660 მილიონი გამოიმუშავა. მან პირველი, $40 მილიონიანი კონტრაქტი სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ბრენდთან 1996 წელს გააფორმა. ამას მოჰყვა კონტრაქტები 2001 და 2013 წლებში, რომელთა ღირებულება, შესაბამისად $320 და $200 მილიონი იყო.

ჯერჯერობით უცნობია, ვუდსი ახალ კონტრაქტს დადებს თუ არა სხვა სპორტულ ბრენდებთან.