LIVE

ერთ დღეში ქონების $7.7 მილიარდით ზრდის შემდეგ, ადანი კვლავ აზიის უმდიდრესი ადამიანია

05 იან 202412:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 602
ერთ დღეში ქონების $7.7 მილიარდით ზრდის შემდეგ, ადანი კვლავ აზიის უმდიდრესი ადამიანია

გასულ წელს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მერყეობის და უდიდესი დანაკარგების შემდეგ, გაუტამ ადანი კვლავ აზიის უმდიდრესი ადამიანია.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ერთ დღეში ადანის ქონება $7.7 მილიარდით გაიზარდა და $97.6 მილიარდს შეადგენს, რითაც მან მუკეშ ამბანის, რომლის ქონებაც ადანისას მცირედით ჩამორჩება, აზიის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი ჩამოართვა.

ადანის დაწინაურებას წინ უძღოდა ინდოეთის უმაღლესმა სასამართლოს განცხადება, რომ მისი კონგლომერატის წინააღმდეგ ახალი გამოძიებები არაა საჭირო. კორპორატიულ თაღლითობასთან დაკავშირებით Hindenburg-ის ბრალდებებმა Adani Group-ის საბაზრო ღირებულება გასულ წელს $150 მილიარდზე მეტით შეამცირა. ჯგუფი თვეების განმავლობაში ცდილობდა ინვესტორების დაბრუნებას და ფინანსური სირთულეების გადაჭრას.