LIVE

2 თვეში ცუკერბერგმა Meta-ს თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა

04 იან 202413:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 649
2 თვეში ცუკერბერგმა Meta-ს თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა

ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის ბოლო ორ თვეში, მარკ ცუკერბერგმა Meta Platforms Inc.-ის თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა.

მარეგულირებელი დოკუმენტაციის მიხედვით, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი ყიდდა აქციებს ყოველ სავაჭრო დღეს 1 ნოემბრიდან წლის ბოლომდე. ჯამურად მან თითქმის 1.28 მილიონი აქცია გაყიდა დაახლოებით $428 მილიონად.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ამ ცუკერბერგს Meta-ს აქციები 2021 წლის ნოემბრის შემდეგ არ გაუყიდია.

2022 წლის ბოლოსთვის შვიდწლიან მინიმუმზე დაცემის შემდეგ, 2023 წელს კომპანიის აქციების ფასი 194%-ით გაიზარდა. მან Nvidia Corp.-ის გარდა ყველა ტექნოგიგანტს გადაუსწრო და ახლა 2021 წლის სექტემბრის რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება.

39 წლის ცუკერბერგი Meta-ს დაახლოებით 13%-ს ფლობს. ის $125 მილიარდიანი ქონებით, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში მეშვიდე უმდიდრესი ადამიანია.