LIVE

ნოემბერში კრედიტის უკანონოდ მიღების 6 ფაქტზე დევნა დაიწყო - საქსტატი

30 დეკ 202318:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 294
ნოემბერში კრედიტის უკანონოდ მიღების 6 ფაქტზე დევნა დაიწყო - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ თვეში საქართველოში ფულად-საკრედიტო სისტემასთან დაკავშირებულ დანაშაულებში ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათების დამზადება, გასაღება ან გამოყენება ლიდერობს. 

ანგარიშის მიხედვით, ნოემბერში ამ სახის დანაშაულზე დევნა 23 ფაქტზე დაიწყო. კრედიტის უკანონოდ მიღების გამო, გამოძიება 6 ფაქტზე, ხოლო ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება-გასაღებისთვის 5 ფაქტზე დაიწყო. 

საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისთვის დევნის 14, ხოლო გადასახადისათვის თავის არიდებისთვის დევნის 12 შემთხვევა ფიქსირდება. 

სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე დევნის შემთხვევებიდან გულგრილობა (5 შემთხვევა) ლიდერობს, მას კომერციული მოსყიდვა (2 შემთხვევა) და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (2 შემთხვევა) მოსდევს.