LIVE

კონკურენციის სააგენტომ წამლების მაღალი ფასის გამო შესაძლოა მოკვლევა დაიწყოს

19 დეკ 202314:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 360
კონკურენციის სააგენტომ წამლების მაღალი ფასის გამო შესაძლოა მოკვლევა დაიწყოს

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მედიკამენტების ბაზარზე შესაძლო შეთანხმებული ქმედების და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართულებით, შესაძლოა მოკვლევა დაიწყოს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ დეტალურად გაეცნობიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და განიხილავენ ცალკეულ მედიკამენტებთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება. უწყების თანახმად, მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს, რაც შეთანხმების ეჭვს აჩენს. სამინისტრომ საკითხის შესწავლის მიზნით კონკურენციის სააგენტოს მიმართა.