LIVE

მომდევნო 6 თვესთან დაკავშირებით ეკონომისტებს პოზიტიური მოლოდინი აქვთ - PMC

17 დეკ 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 269
მომდევნო 6 თვესთან დაკავშირებით ეკონომისტებს პოზიტიური მოლოდინი აქვთ - PMC

ქართველი ეკონომისტების შეფასებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოს ეკონომიკური კლიმატი გასულ კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა.

ქართველმა ეკონომისტებმა PMC კვლევითი ცენტრთან დადებითად შეაფასეს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა და დადებითი მოლოდინები აქვთ მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებითაც.

ეკონომისტების პროგნოზით, ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი შემდეგნაირია:

  • 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება და საშუალოდ 3.9%-ს შეადგენს.  
  • ასევე მოსალოდნელია, რომ ლარი გამყარდება აშშ დოლართან და ევროსთან, ხოლო გაუფასურდება რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებაში.

PMC კვლევითი ცენტრის მიხედვით, გამოკითხულ ეკონომისტებს გასულ 2 კვარტალთან შედარებით, განსხვავებული შეხედულება აქვთ ქვეყანაში არსებულ მთავარ საფრთხეებთან დაკავშირებით. კერძოდ, თუ აქამდე ეკონომისტთა უმრავლესო მთავარ საფრთხედ რუსეთ-უკრაინის ომსა და მასთან დაკავშირებულ ფაქტორებს ასახელებდა, ახლა ეს მოცემულობა შეიცვალა:

  • გამოკითხულ ეკონომისტთა 64%-მა საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ სამუშაო ძალის დეფიციტი დაასახელა;
  • უნარების შეუსაბამობა საქართველოში სიღარიბის დონის შემცირებისათვის ყველაზე დიდ დაბრკოლებად გამოკითხულთა 70%-მა დაასახელა;
  • გარდა ამისა, გამოკითხულ ეკონომისტთა თითქმის 53%-მა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლები მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ დაასახელა;
  • ცხოვრების ხარჯების ზრდით გამოწვეული პრობლემები საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ გამოკითხულ ეკონომისტთა 47%-მა შეაფასა.