
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხვალ სამუშაო ვიზიტით ხვალ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში ჩავა. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა.
დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი განიხილავს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, ისრაელსა და ჰამასის კონფლიქტს, საერთაშორისო პოლიტიკასა და ნავთობის ბაზარს.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინი ირანსა და ჩინეთში იმყოფებოდა.
ოქტომბერში ჩინეთის ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის მეორე ოფიციალური საგარეო ვიზიტი იყო, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა. პირველი უცხოური ვიზიტით ის ყირგიზეთში იმყოფებოდა.