LIVE

პუტინი სი ძინპინთან შესახვედრად ჩინეთში ჩავიდა

17 ოქტ 202309:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 331
პუტინი სი ძინპინთან შესახვედრად ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შესახვედრად ჩინეთში ჩავიდა.

ჩინური მედიის ინფორმაციით, ის 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ ფორუმს, სახელწოდებით "ერთი სარტყელი-ერთი გზა", დაესწრება. Interfax-ის თანახმად, პუტინი სი ძინპინს ხვალ შეხვდება. 

ვიზიტამდე ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან CCTV-სთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის სი ძინპინს 40-ზე მეტჯერ შეხვედრია და მასთან "ბევრი სასიამოვნო მოგონება" აქვს. 

ეს რუსეთის პრეზიდენტის მეორე ოფიციალური საგარეო ვიზიტია, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა. პირველი უცხოური ვიზიტით ის რამდენიმე დღის წინ ყირგიზეთში იმყოფებოდა.

ჩინეთში პუტინის ვიზიტი ხაზს უსვამს პეკინსა და მოსკოვს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს, რომელსაც, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის ფონზე, ვაშინგტონსა და ბრიუსელში ყურადღებით აკვირდებიან.