LIVE

თურნავა: განხილვაში 30-მდე კრიპტოკომპანიის განაცხადი გვაქვს

05 დეკ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 238
თურნავა: განხილვაში 30-მდე კრიპტოკომპანიის განაცხადი გვაქვს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, მარეგულირებელში კრიპტო ოპერაციებთან დაკავშირებული კომპანიების 30-მდე განაცხადია შესული.

როგორც თურნავამ კრიპტო რეგულაციებთან დაკავშირებით აღნიშნა, სექტორისთვის რეგისტრაციის ვალდებულების გაჩენა სწორი გადაწყვეტილება იყო.

„კრიპტო ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციები ჩვენი დღევანდელობა, მოცემულობაა. ამიტომ, სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა და ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება რეგისტრაცია განახორციელოს ვირტუალური აქტივების სერვისების პროვაიდერების, ანუ კომპანიების, ვინც კრიპტოსთან დაკავშირბეულ ოპერაციებშია ჩართული. 30-მდე განაცხადი გვაქვს, რამდენიმეზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო, მიმდინარე პროცესია. რა თქმა უნდა, ეს ბიზნესი მოექცევა რეგულაციის ქვეშ, იქნება რეგისტრირებული, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს“,- განაცხადა თურნავამ.