LIVE

ორი წლის განმავლობაში პირველად, ცუკერბერგმა Meta-ს აქციები გაყიდა

05 დეკ 202312:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 240
ორი წლის განმავლობაში პირველად, ცუკერბერგმა Meta-ს აქციები გაყიდა
Christophe Morin/Bloomberg

მარკ ცუკერბერგი, ორი წლის შემდეგ, Meta Platforms-ის აქციებს პირველად ყიდის

Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, ტექნოგიგანტის დამფუძნებლის ტრასტმა და მასთან დაკავშირებულმა საქველმოქმედო და პოლიტიკურმა სუბიექტებმა ნოემბერში დაახლოებით 682 000 აქცია გაყიდეს. მათი ჯამური ღირებულება $185 მილიონს აღწევს. 2021 წლის ნოემბრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ცუკერბერგის მართვის ქვეშ მყოფმა იურიდიულმა პირებმა კომპანიის აქციები გაყიდეს. 

ნოემბრის ბოლოსთვის Meta-ს აქციები 172%-ით გაძვირდა. ამ მაჩვენებლით მან, Nvidia-ს გარდა, ყველა წამყვან ამერიკულ ტექნოგიგანტს გაუსწრო.

2022 წლის მძიმე კვარტალური შედეგების მიუხედავად, როცა კომპანიას 2012 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა ჰქონდა, კომპანიის აქციები რეკორდულ მაჩვენებლებს უახლოვდება.  

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 39 წლის მილიარდერი Meta-ს დაახლოებით 13%-ს ფლობს, რაც მისი თითქმის $117,7-მილიარდიანი ქონების წყაროა.