LIVE

₾150 000-ის უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციისთვის 12 პირი დააკავეს

05 დეკ 202310:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 300
₾150 000-ის უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციისთვის 12 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 20203 წლის ნოემბერში, საქართველოს მასშტაბით, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში 24 ადამიანი მიეცა, მათგან 12 დაკავებულია.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 25 748 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 150 000 ლარს აღემატება“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

უწყების განმარტებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.