საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.83 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6943 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.42 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9279 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 5 დეკემბრის ჩათვლით იქნება.