LIVE

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა

04 დეკ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 288
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა

ინდონეზიაში, დასავლეთ სუმატრაში, ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა. სამაშველო სამსახურის ცნობით, დაკარგულია კიდევ 12 ადამიანი, თუმცა სამძებრო სამუშაოები არსებული საფრთხის გამო ვერ გრძელდება.

2 891 მეტრის სიმაღლის ვულკანი კვირას ამოიფრქვა, რა დროსაც მიმდებარე ტერიტორიაზე 75 მთამსვლელი იმყოფებოდა. ორშაბათს დილით 49 მათგანის გამოყვანა გახდა შესაძლებელი. გადარჩენილთა დიდ ნაწილს დამწვრობები აღენიშნებათ.

ხელისუფლებამ ტერიტორიაზე განგაშის მეორე დონე გამოაცხადა და კრატერიდან 3 კილომეტრის რადიუსზე გადაადგილება აკრძალა.

მარაპი სუმატრას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც წელს უკვე მეორედ გააქტიურდა. წლის დასაწყისში, იანვრიდან თებერვლამდე აქტიურობის პერიოდში, ფერფლის ამოფრქვევის სიმაღლე 75-დან 1 000 მეტრამდე აღწევდა, ახლა კი 3 კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა.

ვულკანის ბოლო მომაკვდინებელი ამოფრქვევა 1979 წელს მოხდა, როდესაც 60 ადამიანი დაიღუპა.