Bitcoin-ის ფასი 2022 წლის მაისის შემდეგ პირველად, $40 000-იან ნიშნულს გადასცდა. დილის ვაჭრობაში ფასი 2.9%-ით გაიზარდა და $40 867-ს მიაღწია. Bitcoin-ი წლიურ ჭრილში 146%-იან ზრდას აღწევს.
ფასის მატება ინვესტორების მოლოდინებს უკავშირებენ, რომლებიც იმედოვნებენ, რომ აშშ-ს ცენტრალური ბანკი, ინფლაციის შესუსტების ფონზე, რეფინანსირების განაკვეთის ზრდას შეაჩერებს. გარდა ამისა, Bitcoin-ის ფიუჩერსებზე დაფუძნებული ფონდების ვაჭრობის (ETF) დაწყების იმედებიც უფრო ძლიერდება. როგორც მოსალოდნელია, აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) Bitcoin ETF-ით ვაჭრობაზე თანხმობას იანვარში გასცემს.
გაიზარდა სხვა კრიპტოვალუტების ფასებიც:
- Ethereum-ის ფასი 3.91%-ით გაიზარდა და $ 2 243 გახდა;
- Litecoin-ს 2.94%-იანი ზრდა აქვს და ფასი $73.95-ია;
- Solana-ს ფასი თითქმის 1.12%-ით, $64.83-მდე გაიზარდა.