LIVE

ეროვნული ბანკი 10 ცალ 1 კგ-იან ოქროს ზოდს გაყიდის - დეტალები

01 დეკ 202316:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 276
ეროვნული ბანკი 10 ცალ 1 კგ-იან ოქროს ზოდს გაყიდის - დეტალები

4 დეკემბრიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატებსა და ზოდებს გაყიდის.

სებ-ის ინფორმაციით, მომხმარებლებს 20 გრამიან და 1კგ-იან როგორც სერტიფიკატებს ისე ოქროს ზოდებს შესთავაზებენ, რომლის შეძენაც კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიიდან იქნება შესაძლებელი.

20 გრამიანი ოქროს ზოდების გასაყიდი რაოდენობა 100 ერთეული იქნება, ყიდვის ფასი 3 438 ლარი, ხოლო გასაყიდი - 3 722 ლარი.

1 კგ-იანი ოქროს ზოდების სარეალიზაციო რაოდენობა 10 ერთეულია, ყიდვის ფასი 171 936 ლარი, ხოლო გასაყიდი ფასი 186 116 ლარი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოქროს სერტიფიკატის ფასი ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად შეიცვლება.

ეროვნული ბანკი დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერ დამზადებულ, მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდებს გამოუშვებს გაყიდვაში.

ოქროს ზოდის სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია ამ ინსტრუმენტით შეასრულოს ფასიანი ქაღალდებისთვის დამახასიათებელი ოპერაციები, კერძოდ შეძენა, გასხვისება და დაგირავება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის (GSSS) მეშვეობით.

თითოეულ ოქროს ზოდის სერტიფიკატს შეესაბამება მისი ნომინალის შესაბამისი წონის სტანდარტიზებული ოქროს ზოდი, რომელიც ინახება ეროვნული ბანკის საცავში.