LIVE

მალაიზიის ბანკის მომხმარებელმა ანგარიშზე შემთხვევით ჩარიცხული $86 მილიონი აღმოაჩინა

01 დეკ 202318:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 241
მალაიზიის ბანკის მომხმარებელმა ანგარიშზე შემთხვევით ჩარიცხული $86 მილიონი აღმოაჩინა

მალაიზიის უმსხვილესი ბანკის მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ მისი საბანკო ანგარიში მოულოდნელად $86.3 მილიონით გაიზარდა.

ქვეყანაში, სადაც ოჯახების საშუალო შემოსავალი წელიწადში დაახლოებით $22 000-ია, ეს მოულოდნელად მიღებული უზარმაზარი თანხა იქნებოდა, მაგრამ მას ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება ახლდა - ჰაფიძა აბდულას, ვის ანგარიშზეც ეს თანხა აღმოჩნდა, ფულზე წვდომა არ ჰქონდა. 

შემთხვევის შესახებ ჰაფიძამ LinkedIn-ზე დაწერა. 

"ძვირფასო Maybank, ვაფასებ, რომ ჩემი საბანკო გამოცდილება დაუვიწყარი გახადეთ",- წერს ბანკის მომხმარებელი და განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით ხარვეზები გახშირდა და ეს სასაცილო არ არის, რადგან ამას მოსდევს ვიზიტები ბანკში ან ხანგრძლივი ლოდინი ტელეფონზე მომსახურების ცენტრთან დასაკავშირებლად. 

"ამბობენ, ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ Maybank-მა იცის, როგორ იყიდოს იმედგაცრუება",- წერს ჰაფიძა. 

მის პოსტს სხვა ხალხის გაბრაზებული კომენტარები მოჰყვა. უკმაყოფილების, ხუმრობებისა და მილოცვების ფონზე, ჰაფიძა აბდულას ბანკის წარმომადგენელმა დახმარება შესთავაზა, მოგვიანებით კი დაწერა, რომ მას ანგარიშზე წვდომა აღუდგინეს.

Maybank-ის წარმომადგენლებმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ საკითხი მოგვარებულია.

აქტივების მიხედვით, Maybank სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მეოთხე უდიდესი ბანკია.