LIVE

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

30 ნოე 202321:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 356
პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მესამე მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი დღეს დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს. 

კანონის პროექტის თანახმად, ბიზნესის ხელახალი რეგისტრაცია გადავადდება. კერძოდ, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 აპრილამდე შეუნარჩუნდება შესაძლებლობა, უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს რეგისტრაცია 1 წლამდე ვადით შეუჩერდება და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა.

კანონს ემატება დადგენილი ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები.