LIVE

დღეიდან Google არააქტიური ანგარიშების წაშლას იწყებს

01 დეკ 202314:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 319
დღეიდან Google არააქტიური ანგარიშების წაშლას იწყებს

დღეიდან Google არააქტიური ანგარიშების წაშლას იწყებს. შესაბამისად, წაიშლება ამ ანგარიშზე განთავსებული ყველა მონაცემი, მათ შორის, შეტყობინებები, ფოტოები, კონტაქტები, Drive-ზე განთავსებული ფაილები და ა.შ.

ტექნოგიგანტი არააქტიურად იმ ანგარიშებს მიიჩნევს, რომლებიც მინიმუმ ორი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ეს კორპორაციულ ანგარიშებს არ ეხება. 

მის შესანარჩუნებლად საკუთარ ანგარიშში შესვლა ან gmail-ის გამოყენებით ნებისმიერ მისამართზე შეტყობინების გაგზავნა საკმარისი იქნება. 

Google-ის განცხადებით, არააქტიური ანგარიშების წაშლის მიზეზი უსაფრთხოებაა. ისინი უფრო დაუცველია, რადგან მათ შემთხვევაში, გამოყენებულია ძველი პაროლები და მათ არ აქვთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის დაცვის მექანიზმი. შესაბამისად, ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს მავნე შინაარსის გასავრცელებლად და სხვა მიზნებისთვის.