
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.01 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7129 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.64 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9769 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 30 ნოემბრის ჩათვლით იქნება.