LIVE

Xiaomi-ს მილიარდერმა თანადამფუძნებელმა უჰანის უნივერსიტეტს $182 მილიონი აჩუქა

29 ნოე 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 312
Xiaomi-ს მილიარდერმა თანადამფუძნებელმა უჰანის უნივერსიტეტს $182 მილიონი აჩუქა
Shawn Koh/Bloomberg

სმარტფონების ჩინური მწარმოებლის, Xiaomi-ის მილიარდერმა თანადამფუძნებელმა, ლეი ჯუნმა უჰანის უნივერსიტეტს 1,3 მილიარდი იუანი ($182 მილიონი) აჩუქა

საგანმანათლებლო დაწესებულების Weibo-ს ანგარიშის მიხედვით, ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც კი მას კურსდამთავრებულისგან მიუღია. 

უნივერსიტეტი ამ თანხით კომპიუტერული მეცნიერების ინოვაციების მხარდაჭერას, სტუდენტების და ექვს ფუნდამენტურ დისციპლინაში კვლევების ხელშეწყობას გეგმავს. 

ბოლო წლებში მდიდარი ჩინელები შემოწირულებას ხშირად გასცემენ, რამდენადაც სი ძინპინი ცდილობს ეკონომიკური უთანასწორობა თავისი "საერთო კეთილდღეობის" კამპანიით შეამციროს. 2021 წლის ივლისში ლეიმ Xiaomi-ს $2,2 მილიარდის ღირებულების აქციები გადასცა Xiaomi Foundation-სა და Lei Jun Foundation-ს.

53 წლის ლეიმ უჰანის უნივერსიტეტი 1991 წელს დაამთავრა და კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. კარიერის დასაწყისში ის მუშაობდა კომპანია Kingsoft-ში, სადაც 1998 წლისთვის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. შემდეგ მან ონლაინ საცალო ვაჭრობის პლატფორმა შექმნა, რომელიც 2004 წელს Amazon.com-ს მიჰყიდა, 2010 წელს კი Xiaomi დააფუძნა. 

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ლეის ქონება ახლა $14,3 მილიარდს შეადგენს. ეს შეფასება ემყარება ტექნიკურ კომპანიებში, მათ შორის Xiaomi-სა და Kingsoft-ში, მის წილებს.