LIVE

უცხოელი საქართველოში ₾146 000-ის არადეკლარირებული ოქროს შემოტანას ცდილობდა

28 ნოე 202317:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 339
უცხოელი საქართველოში ₾146 000-ის არადეკლარირებული ოქროს შემოტანას ცდილობდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვებით შემკობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 171 გრამი) აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 146 000 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.