LIVE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით, ფორუმი გაიმართება

28 ნოე 202315:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 315
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით, ფორუმი გაიმართება

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, 29 ნოემბერს, 15:00 - 18:00 საათზე, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“, რიგით მეორე პარტნიორობის ფორუმი გაიმართება.  

ღონისძიებაზე, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, ორგანიზაციები საკუთარ იდეებს წარადგენენ და ბიზნესთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.

ღონისძიების მთავარი პარტნიორი კომპანიები წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროექტების მოკლე პრეზენტაციებს ინდივიდუალურად მოუსმენენ და გამარჯვებულებს ადგილზე შეარჩევენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი „Giving Tuesday“-ს გლობალურ კამპანიას შეუერთდება.

პარტნიორობის ფორუმის მთავარი მოწოდება იქნება: Giving opportunities to Civil Society Organizations (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობების მიცემა).

(R)