LIVE

წინა წლისგან განსხვავებით, ვაკანსიაში ანაზღაურებას ბევრი კომპანია უთითებს - HR.GE

02 დეკ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 272
წინა წლისგან განსხვავებით, ვაკანსიაში ანაზღაურებას ბევრი კომპანია უთითებს - HR.GE

HR.ge-ის რეგიონული მენეჯერის თქმით, საქართველოში დამსაქმებლების ქცევა შეიცვალა და გასული წლებისგან განსხვავებით, მათ ვაკანსიებში ანაზღაურების მითითება აქტიურად დაიწყეს. 

როგორც ინგა შახბაზიანმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბარში აღნიშნა, ვაკანსიებში კომპანიები ანაზღაურებას მას შემდეგ უთითებენ, რაც კადრების დეფიციტის ფონზე, ხელფასები გაზარდეს.

"წინა წლისგან განსხვავებით, ბევრმა კომპანიამ, განსაკუთრებით კი რითეილერებმა, ვაკანსიებში დაიწყო ანაზღაურების მითითება. აქვე აღსანიშნავია, რომ დამსაქმებლებმა ბოლო პერიოდში ხელფასები 20-25%-ით გაზარდეს და ამის მითითებაც კი დაიწყეს ვაკანსიებში, რადგან უფრო დიდი კონკურენცია გაეწიათ სხვა კომპანიებისთვის",- განაცხადა ინგა შახბაზიანმა.

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის თანახმად, 2023 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 45 954 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წლიურ ჭრილში 5.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.