LIVE

Cyber Monday-ზე ამერიკელების დანახარჯმა შესაძლოა რეკორდულ $12 მილიარდს გადააჭარბოს

28 ნოე 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 236
Cyber Monday-ზე ამერიკელების დანახარჯმა შესაძლოა რეკორდულ $12 მილიარდს გადააჭარბოს

Cyber Monday-ზე ამერიკელების მიერ ონლაინ შოპინგზე დახარჯული თანხა, სავარაუდოდ, რეკორდულ $12 მილიარდს გადააჭარბებს.

გასულ წელს ამ დღეს დახარჯულმა თანხამ $11.3 მილიარდი შეადგინა.

Adobe Analytics-ის თანახმად, 18:00 საათისთვის დანახარჯმა $8.3 მილიარდს მიაღწია. ანალიტიკური კომპანია Criteo-ის მიხედვით კი,  მყიდველების მიერ დღის პირველი 12 საათის განმავლობაში დახარჯულმა თანხამ 2022 წლის იმავე დროის მონაკვეთს გადააჭარბა. 

ანალიტიკოსების თქმით, მაღალი ინფლაციის მიუხედავად, მომხმარებლებმა საჩუქრების საყიდლად გზები გამონახეს. მათ შორის, იყენებენ „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ შეთავაზებებს. ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ გამყიდველებს მომდევნო კვირებში ფასის კიდევ უფრო დაკლება მოუწევთ.  

მათ რიგს მიეკუთვნება Sizemore Capital Management-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, ჩარლზ საიზმორიც. კომპანიაზე Walmart-სა და Target-ში დაახლოებით $2-მილიონიან ინვესტიცია მოდის. მისი თქმით, პროდუქტისა და მომსახურების ხარჯების გათვალისწინებით, დიდი ფასდაკლება საფრთხეს უქმნის კომპანიების მოგების მარჟას.