LIVE

OPEC+-ის შეხვედრის გადადების ფონზე, ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს

27 ნოე 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 200
OPEC+-ის შეხვედრის გადადების ფონზე, ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს

OPEC+-ის შეხვედრის მოლოდინში, რომელიც 30 ნოემბერსაა ჩანიშნული, ნავთობის ფასი მეოთხე დღეა ეცემა.

კერძოდ, Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი $80-ზე დაეცა, ხოლო West Texas Intermediate-ის ფასი $76.6-მდე შემცირდა.

OPEC-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც 26 ნოემბერს უნდა შემდგარიყო, გადაიდო, რადგან, კვოტების შესახებ დავის ფონზე, მიწოდების პოლიტიკის საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელია. 

აღსანიშნავია, რომ ნავთობის მწარმოებელი უდიდესი კარტელისთვის რთული პერიოდია, რამდენადაც გასული 12 თვის განმავლობაში წარმოების კლების მიუხედავად, ნავთობის ფასები პიკური მაჩვენებლიდან შემცირებულია. ქვეყნები თანხმდებიან, რომ ფასის მაღალ დონეზე დასაჭერად წარმოების შემცირებაა საჭირო, თუმცა უჭირთ შეთანხმება ცალკეული მწარმოებლების როლთან დაკავშირებით საერთო კლებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კარტელი განიხილავს ნავთობის მოპოვების შემდგომ შემცირებას 1 მილიონ ბარელამდე დღეში, საუდის არაბეთი კი წარმოების არსებულ ნებაყოფლობით შემცირებას მინიმუმ პირველი კვარტლის ბოლომდე გაახანგრძლივებს.