LIVE

Chanel-ის მემკვიდრე შვეიცარიის უმდიდრესი რეზიდენტი გახდა

26 ნოე 202311:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 277
Chanel-ის მემკვიდრე შვეიცარიის უმდიდრესი რეზიდენტი გახდა

მოდის სახლ Chanel-ის მემკვიდრე, ჟერარ ვერტჰაიმერი შვეიცარიის უმდიდრესი რეზიდენტი გახდა. ბიზნეს გამოცემა Bilanz-ის თანახმად, ვერტჰაიმერის ქონება 42 მილიარდ ფრანკამდე ($47.6 მილიარდი), პანდემიის შემდეგ ფუფუნების ნივთებზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად გაიზარდა.

მოდის ინდუსტრიაში რეკორდული გაყიდვების წელმა ჟენევაში მცხოვრებ ვერტჰაიმერს შვეიცარიის 300 უმდიდრეს ადამიანს შორის პირველობა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად მან გადაუსწრო Ikea-ს დამფუძნებლის, კამპრადის ოჯახის სიმდიდრეს.

2023 წლის ივნისის მდგომარეობით, Bloomberg-ი ვერტჰაიმერის ქონებას $44.8 მილიარდად აფასებს. 2022 წელს მოდის სახლ Chanel-ის შემოსავლებმა 17,2 მილიარდს მიაღწია. ვერტჰაიმერის სხვა აქტივებს შორისაა 3 ვენახი საფრანგეთში და დოღის ცხენები.

აღსანიშნავია, რომ ჟერარ ვერტჰაიმერთან ერთად მოდის სახლ Chanel-ის საკონტროლო წილებს მისი ძმა, ალენ ვერტჰაიმერი ფლობს. Bloomberg-ის მიხედვით, მისი ქონება $44.8 მილიარდს შეადგენს.