
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.06 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7128 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.36 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9594 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 25 ნოემბრის ჩათვლით იქნება.