LIVE

2022 წელს ავტო და მოტო რემონტის მიმართულებით 222 427 ადამიანი მუშაობდა - საქსტატი

25 ნოე 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 332
2022 წელს ავტო და მოტო რემონტის მიმართულებით 222 427 ადამიანი მუშაობდა - საქსტატი

2022 წელს საქართველოს ბიზნესსექტორში 779 418 ადამიანი იყო დასაქმებული. 2021 წელთან შედარებით, მაჩვენებელი 5%-ითაა გაზრდილი.

საქსტატის მიერ მომზადებული პუბლიკაციის „ბიზნესსექტორი საქართველოში“ თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მეტი, 222 427 ადამიანი ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის მიმართულებით იყო დასაქმებული. წლიური ზრდა 4%-ია. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ბიზნესში მთლიანი დასაქმებულების 29% ამ სექტორში მუშაობს.

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა. კერძოდ, გასულ წელს ამ მიმართულებით 65 489 ადამიანი მუშაობდა.

TOP 10 ეკონომიკური საქმიანობა დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით შემდეგია:

  • ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი - 222 427 ადამიანი;
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 94 888 ადამიანი;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 78 128 ადამიანი;
  • ტრანსპორტირება და დასაწყობება - 66 554 ადამიანი;
  • მშენებლობა - 65 489 ადამიანი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 39 008 ადამიანი;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები - 37 336 ადამიანი;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 26 024 ადამიანი;
  • განათლება - 23 241 ადამიანი;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 22 493 ადამიანი.