LIVE

ღარიბაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ შუა დერეფანში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად

24 ნოე 202315:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 316
ღარიბაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ შუა დერეფანში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება, აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად, აქტიურად მუშაობს შუა დერეფანში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად. 

ბაქოში, SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, გამტარუნარიანობის გაზრდა, პროცედურების გამარტივება და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვა.

„ამჟამინდელმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა ჩვენი რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის როლი, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, შუა დერეფანი ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა.

შუა დერეფანი ევრაზიის კონტინენტზე პოზიციონირდება როგორც ტვირთებისა და ნახშირწყალბადების რესურსების მიწოდებისთვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე სწრაფი, ეკონომიური და საიმედო არხი. ამიტომ, აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად. ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.