LIVE

მინისტრი: მასწავლებლების ხელფასები 2024 წლის ივლისიდან გაიზრდება

24 ნოე 202315:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 391
მინისტრი: მასწავლებლების ხელფასები 2024 წლის ივლისიდან გაიზრდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით მიმდინარეობს მუშაობა ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება და რომლის ფარგლებშიც მასწავლებელთა ანაზღაურება გაიზრდება. 

როგორც გიორგი ამილახვარმა ბრიფინგზე აღნიშნა, ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე  მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება, რაც ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატებაა.

„2024 წელს განათლების გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი გამოყოფილი არის სწორედ საჯარო სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების გასაზრდელად. ჩვენ გვინდა მოვახდინოთ ფუნდამენტური გარდატეხა სახელფასო პოლიტიკაში და მასწავლებლებს ღირსეული ანაზღაურება შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, არ წავედით უფრო მარტივი გადაწყვეტილების გზით და არ დავჯერდით იანვრიდან მასწავლებლებისთვის მხოლოდ 125-ლარიან სახელფასო მატებას. მიგვაჩნია, რომ ეს ვერ შეცვლიდა ძირეულად არსებულ სახელფასო მიდგომას. 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა – ეს 6 თვის პირობებშიც კი პედაგოგებისთვის იქნება 4-ჯერ მეტი გაზრდილი შემოსავალი, 2024 წლის წლიურ ჭრილში, ვიდრე იანვრიდან გაზრდილი 125-ლარიანი დანამატი“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.