LIVE

2022 წელს ნარჩენებით გარემოს დაბინძურების 2 722 ფაქტი გამოვლინდა - საქსტატი

24 ნოე 202312:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 471
2022 წელს ნარჩენებით გარემოს დაბინძურების 2 722 ფაქტი გამოვლინდა - საქსტატი

2022 წელს საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში 12 342 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა“. 

საქსტატის თანახმად, ყველაზე მეტი, 2 722 კანონსაწინააღმდეგო ქმედება ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხებოდა.

2022 წელს გარემოს დაცვის სფეროში გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა, დარღვევის სახეების მიხედვით:

  • ნარჩენებით გარემოს დაბინძურება - 2 722 ფაქტი;
  • ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევა - 1 858 ფაქტი;
  • ხე-ტყის უკანონო ჭრა - 1 811 ფაქტი;
  • ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევა - 1 300 ფაქტი;
  • სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა - 791 ფაქტი;
  • წიაღის უკანონო მოპოვება - 758 ფაქტი;
  • ნადირობის წესების დარღვევა - 578 ფაქტი; 
  • თევზჭერის წესების დარღვევა - 525 ფაქტი;
  • მიწის კანონმდებლობის დარღვევა - 397 ფაქტი;
  • წყლის კანონმდებლობის დარღვევა - 368 ფაქტი;
  • ნებართვის პირობების დარღვევა/უნებართვო საქმიანობა - 367 ფაქტი;
  • სხვა დარღვევები - 867 ფაქტი.