LIVE

თუ მომხმარებელს კონკრეტული აქცია/ფასდაკლება არ შესთავაზე, გაყიდვები იკლებს - ვიშლისთი

24 ნოე 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 206
თუ მომხმარებელს კონკრეტული აქცია/ფასდაკლება არ შესთავაზე, გაყიდვები იკლებს - ვიშლისთი

„ვიშლისთის“ დამფუძნებელი სალომე ქუთათელაძე ამბობს, რომ მაღალფასიან პროდუქტზე მოთხოვნა დაბალია და შესაბამისად, ფასდაკლებების შეთავაზების გარეშე, გაყიდვები მკვეთრად იკლებს.

როგორც მან „ბიზნეს ფორმულასთან“ ე.წ. შავ პარასკევთან დაკავშირებით აღნიშნა, მომხმარებელი მეტ ყურადღებას ფასდაკლების პროცენტს აქცევს და არა პროდუქციის ფასს.

„დღეს არსებული ტრენდის გათვალისწინებით, მომხმარებელი საბოლოო ფასს არ ადარებს, უფრო მეტ ყურადღებას ფასდაკლების პროცენტს ანიჭებს. ამიტომ გვიწევს მომხმარებლის ქცევას მოვერგოთ და აქცენტი ფასდაკლებებზე გავაკეთოთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ, თუ კონკრეტული აქცია და ფასდაკლება არ შესთავაზე მომხმარებელს, გაყიდვები მნიშვნელოვნად იკლებს“,- აცხადებს „ვიშლისთის“ დამფუძნებელი.