LIVE

Sony-ს დიდ ბრიტანეთში $7.9 მილიარდიანი სასამართლო დავა ემუქრება

23 ნოე 202318:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 251
Sony-ს დიდ ბრიტანეთში $7.9 მილიარდიანი სასამართლო დავა ემუქრება

კომპანია Sony-ს დიდ ბრიტანეთში $7.9 მილიარდიანი სასამართლო დავა ემუქრება, რაც Play Station-ის მწარმოებელის მხრიდან ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებას და არასამართლიანი ფასების დაწესებას უკავშირდება.

საქმეს მომხმარებელთა ადვოკატი, ალექს ნილი აღძრავს. მისი განცხადებით, კომპანიამ თავის ონლაინ მაღაზიაში არაერთ ციფრულ თამაშზე მაღალი ფასი და დამატებით 30%-იანი საკომისიო დააწესა, რაც უსამართლო ქმედებაა.

ამ ფაქტს გამოეხმაურნენ Sony-ს ადვოკატები, რომლებმაც განაცხადეს, რომ საქმე „თავიდან ბოლომდე უზუსტობებითაა სავსე“ და უნდა შეჩერდეს.

ბრიტანეთის კონკურენციის სააპელაციო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ნილის საქმე შესაძლებელია გაგრძელდეს, თუმცა მოსარჩლეთა სიას გამოაკლდებიან ის მომხმარებლები, რომლებმაც შენაძენი სარჩელის შევსების, ანუ 2022 წლის შემდეგ გააკეთეს.

Sony Interactive Entertainment-ს (SIE) წინააღმდეგ სარჩელი გასულ წელს გაერთიანებული სამეფოს თითქმის 9 მილიონი ადამიანის სახელით მომზადდა. მათ ციფრული თამაშები ან დამატებითი კონტენტი Sony-ს PlayStation Store-ის მეშვეობით შეიძინეს.