
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.85 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7122 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.45 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9558 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 24 ნოემბრის ჩათვლით იქნება.