LIVE

ყალბი 100-დოლარიანების გასაღებისთვის 4 ადამიანი დააკავეს

22 ნოე 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 264
ყალბი 100-დოლარიანების გასაღებისთვის 4 ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

უწყების განმარტებით, ბრალდებულებმა თბილისში 29 900 აშშ დოლარის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები გაასაღეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გაასაღეს 29 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისგან, დამატებით ამოღებულ იქნა 2-ცალი 100-დოლარიანი და 1-ცალი 50 ევროს ნომინალის ყალბი კუპიურები“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.