LIVE

ჩანგპენგ ჟაო ფინანსურ დანაშაულს აღიარებს, Binance ახალ CEO-ს ასახელებს

22 ნოე 202309:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 563
ჩანგპენგ ჟაო ფინანსურ დანაშაულს აღიარებს, Binance ახალ CEO-ს ასახელებს

მილიარდერმა ჩანგპენგ ჟაომ და Binance-მა ფინანსური დანაშაული აღიარეს.

მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance ჯარიმის სახით $4.3 მილიარდს გადაიხდის. ბირჟის აღმასრულებელი დირექტორი და კრიპტოსფეროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი კი თანამდებობის დატოვებას და $50 მილიონის გადახდას დასთანხმდა.  

ბირჟა ფულის გათეთრების, თანხის არალიცენზირებული გადაცემისა და სანქციების დარღვევაში მონაწილეობას აღიარებს.

გარიგებით, რომელშიც აშშ-ის რამდენიმე უწყება იყო ჩართული, ბირჟის წინააღმდეგ მრავალწლიანი გამოძიება სრულდება. 

ჟაოს განაცხადებით, კრიპტოვალუტის ბირჟის ახალ აღმასრულებელ დირექტორად რიჩარდ ტენგი დასახელდა. 

"გასული ორი წლის განმავლობაში ბევრი ვიმუშავეთ ჩვენი ორგანიზაციისა და პერსონალის რესტრუქტურიზაციაზე და ჩვენი სისტემების განახლებაზე. გვყავს ახალი ლიდერები, რომლებსაც შესაბამისობის ღრმა და შთამბეჭდავი გამოცდილება აქვთ... მტკიცედ გვჯერა, რომ კრიპტო ინდუსტრიას და Binance-ს აქვს ნათელი მომავალი", - ნათქვამია Binance-ის განცხადებაში

ამავე განცხადების მიხედვით, ჟაო კომპანიის უმსხვილეს მეწილედ რჩება. სიახლეები მომხმარებლების კუთვნილ აქტივებზე გავლენას არ იქონიებს და ბირჟიდან მათი გატანა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.