LIVE

მსოფლიოს უმდიდრესი 1% იმდენივე ემისიაზეა პასუხისმგებელი, რამდენზეც 5 მლრდ ადამიანი

25 ნოე 202310:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 332
მსოფლიოს უმდიდრესი 1% იმდენივე ემისიაზეა პასუხისმგებელი, რამდენზეც 5 მლრდ ადამიანი

სტოკჰოლმის გარემოს დაცვის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის უმდიდრესი 1% ნახშირბადის გლობალური ემისიის დაახლოებით იმავე რაოდენობაზეა პასუხისმგებელი, რამდენზეც 5 მილიარდი ადამიანი (მოსახლეობის 66%).

კვლევის მიხედვით, ორივე ჯგუფის გავლენით გამოყოფილი ნახშირბადი 2019 წლის საერთო მაჩვენებლის 16% შეადგენდა. სხვა მონაცემების მიხედვით, უმდიდრესი ადამიანების 10% ემისიების ნახევარზეა პასუხისმგებელი მაშინ, როდესაც ყველაზე დაბალი ფენის 50% მხოლოდ 8%-ზე.

ანგარიშის მიხედვით, ტოპ 1%-ში ის 77 მილიონი ადამიანი შედის, რომელთა წლიური საშუალო შემოსავალი $310 ათასია.

კვლევა პირადი მოხმარების მიზნით გამოყოფილ ემისიებს მდებარეობის, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ფაქტორებით განასხვავებს. ყველაზე მდიდარი ადამიანების შემთხვევაში ემისიების დიდი ნაწილი კერძო თვითმფრინავებისა და იახტების გამოყენებაზე მოდის. ამასთან, ემისიების 50-70% მოდის კომპანიებში ინვესტიციებს უკავშირდება.

კვლევაში ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ მილიარდერების ინვესტირება იმ ინდუსტრიებში, რომლებიც გარემოს განსაკუთრებით აბინძურებს, გაორმაგდა.