LIVE

პაპუა-ახალ გვინეაში ვულკანის ამოფრქვევის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

21 ნოე 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 245
პაპუა-ახალ გვინეაში ვულკანის ამოფრქვევის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

პაპუა-ახალი გვინეაში, ახალი ბრიტანეთის კუნძულზე ვულკანი ულავუნი ამოიფრქვა. კუნძულის ჰოსკინის აეროპორტში ფრენები გაუქმდა, ხოლო დღეს დილიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

პაპუა-ახალი გვინეის გეოლოგიური საფრთხის მართვის სამმართველოს განცხადებით, ულავუნის ვულკანური აქტივობა ორშაბათს შუადღისას დაიწყო. მოსალოდნელია, რომ ამოფრქვევა შესაძლოა განუსაზღვრელი დროით გაგრძელდეს და რისკის მე-4 დონესაც მიაღწიოს. ამ დროს ვულკანი მძლავრი ამოფრქვევებით ხასიათდება და მიწისძვრასაც იწვევს.

მოვლენებზე დაკვირვება დაიწყო იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ, რომელიც ცუნამის შესაძლო რისკებს განსაზღვრავს. სააგენტოს განცხადებით, ზღვის დონის აწევა ამ ეტაპზე არ შეიმჩნევა.

ულუვანი პაპუა-ახალი გვინეის ყველაზე აქტიური ვულკანია. ის განთავსებულია წყნარი ოკეანის ცეცხლოვან სარტყელზე, რომელიც სეისმური და ვულკანური აქტივობით გამოირჩევა. ულუვანი 1700-იანი წლებიდან აქტიურ ფაზაშია, ბოლო ყველაზე დიდი ამოფრქვევა კი 2019 წელს მოხდა.