
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა, 119 კონტეინერმზიდი მიიღო. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს რიცხვი 70.4%-ით მეტია.
ივლის-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 419 გემი შემოვიდა, რაც სახეობისა და რაოდენობის მიხედვით, ასე გადანაწილდა:
- გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი - 138 (წლიური კლება - 23.8%);
- თხევადი ტვირთმზიდი - 121 (წლიური კლება - 1.7%);
- ნაყარი ტვირთმზიდი - 22 (წლიური კლება - 15.4%);
აღნიშნულ პერიოდში ნავსადგურებმა და ტერმინალებმა ჯამში 3,5 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 0.5%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. აქედან 43.6% გენერალური (ზოგადი სახის), 29.5% - თხევადი, ხოლო 26.9% ნაყარი ტვირთია.
რაც შეეხება მგზავრების სტატისტიკას, III კვარტალში საქართველოს ნავსადგურები, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1-ჯერ მეტ, 5.9 ათას მგზავრს მოემსახურა. მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი მცირედით აღემატება შემოსული მგზავრების წილს და 50.8%-ს შეადგენს.
ივლისი-სექტემბრის საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 16.5% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16% - ლიბერიის, 15% - პანამის, 7.6% - მალტის, 6% - ვანუატუ, 4.3% - ბარბადოსის, 4.1% - ბულგარეთის, ხოლო 30.5% სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა.