
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 2 პირის მიმართ დაიწყეს.
უწყების განმარტებით, ბრალდებულები სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, გასცემდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, გასცემდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.